პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ საიდუმლო სამხედრო ტრიბუნალები ქვეყანაში კანონიერია და მათ აქვთ უფლება სამოქალაქო პირებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ. 5 აგვისტოს მიღებული ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ კიდევ უფრო გააძლიერებს პაკისტანში სამხედროთა გავლენას. სამხედრო ტრიბუნალებს მეამბოხეობაში ეჭვმიტანილი პირების გასამართლების უფლება მას შემდეგ მიეცათ, რაც თალიბანის მებრძოლებმა დეკემბერში არმიის სკოლაში 150-ზე მეტი ადამიანი - ძირითადად ბავშვები - დახოცეს. სამხედრო ტრიბუნალების კონსტიტუციასთან შესაბამისობა რამდენიმე იურისტთა დააყენა ეჭვქვეშ, თუმცა უმაღლესმა მოსამართლე ნასირ ულ-მულკმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მათი კანონიერების შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1