Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი გამოდის გაფრთხილებით უკრაინაში „ფეთქებადი“ ვითარების თაობაზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ვითარება „ფეთქებადია“ და ახალი სამხედრო ესკალაციის არდაშვების მიზნით სასწრაფოდ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს განცხადება 16 აგვისტოს გააკეთა ინტერვიუში, რომელიც „ბილდ ამ ზონტაგმა“ დაბეჭდა. შტაინმაიერის თქმით, მან კიევს და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შესთავაზა დაუყოვნებლივ გამართონ შეხვედრა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, რათა დაძაბულობა განიმუხტოს. თებერვალში მინსკში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად ძალადობა გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ ორივე მხარე ჩივის რომ ზავი ყოველდღიურად ირღვევა. გასულ წელს ძალადობის დაწყებიდან დაღუპულია 6,400-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG