Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. კომპანია ითხოვს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას, საქმის ზეპირ და კოლეგიალურ განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას ერთის ნაცვლად სამი მოსამართლის მიერ. ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აგვისტოს დასაწყისში შეიტანა და სარჩელის უზრუნველსაყოფად ითხოვა კომპანიის ქონების და პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG