Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონში გაიმართა ეშტონ კარტერის და თინა ხიდაშელის შეხვედრა


„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პენტაგონში უკვე დასრულდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შეხვედრა. მანამდე, ვიზიტის ფარგლებში თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ვაშინგტონში შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, პუნიტ ტალვარს. შეხვედრა გაიმართა ასევე ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, მედლინ ოლბრაიტთან. შეხვედრების შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების გარდა განხილული იყო აშშ-ისგან შემდგომი მხარდაჭერის შესაძლებლობები, ურთიერთობის გაღრმავების ახალი ფორმატები და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG