Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს ესტუმრება სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით


ნატოს გენერალური მდივანი აგვისტოს ბოლოს საქართველოს ესტუმრება, სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ 19 აგვისტოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. "თქვენ იცით, რომ ერთი კვირის შემდეგ ნატოს გენმდივანი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაციები იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის საწვრთნელი ბაზა. ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს რომ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მან „დიდი პატივი“ უწოდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება მის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

XS
SM
MD
LG