Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში თავდებით გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მუშაკი


რუსეთში თავდებით გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ევგენია ვასილიევა, რომელსაც ოთხიოდე თვის წინ გამოუტანეს განაჩენი კორუფციის თაობაზე გახმაურებულ საქმეში. ვასილიევა 8 მაისს სცნეს დამნაშავედ განსაკუთრებით ფართომასშტაბიან თაღლითობაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში და თანამდებობით მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ხუთი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში. 36 წლის ვასილიევა თავს უდანაშაულოდ აცხადებდა. მაისში, დამნაშავედ ცნობის დროს მას უკვე ორი წლის და ექვსი თვისგანმავლობაში ჰქონდა მოხდილი შინა პატიმრობა.

XS
SM
MD
LG