Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ცესკომ ალექსანდრ ლუკაშენკოს საბუთები მიიღო საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებისთვის


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა დოკუმენტები საპრეზიდენტო კანდიდატურის რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ დღეს განაცხადა ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მანამდე კომისიაში დოკუმენტები წარადგინეს ტატიანა კოროტკევიჩმა, სერგეი გაიდუკევიჩმა და ნიკოლაი ულახოვიჩმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტებს საბუთები უნდა წარედგინათ 5 სექტემბერს არაუგვიანეს 14 საათისა. კანდიდატების რეგისტრაცია 10 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG