Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ სენატში საჭირო მხარდაჭერა მიიღო ირანთან შეთანხმების ძალაში დასატოვებლად


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოიპოვა 42 სენატორის მხარდაჭერა ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებასთან მიმართებით, რაც საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ კონგრესმა ვერ მიიღოს ამ შეთანხმების საწინააღმდეგო რეზოლუცია. დემოკრატმა სენატორებმა რიჩარდ ბლუმენთალმა, გარი პიტერსმა, რონ ვაიდენმა და მარია კანტველმა 8 სექტემბერს განაცხადეს, რომ შეთანხმებას მხარს დაუჭერენ. სენატში ამ საკითხზე დებატები 9 სექტემბერს იწყება. 42 ხმა აჭარბებს მინიმუმს, რომელიც საჭიროა საიმისოდ, რომ 100 წევრიანმა სენატმა დაბლოკოს ბირთვული შეთახმების უარმყოფელი რეზოლუცია, რითიც გადაილახება სენატში რესპუბლიკელების ერთიანი მხარდაჭერა. ბლოკირების ტაქტიკის გამოყენებით სენატში დემოკრატები ობამას თავიდან აარიდებენ უხერხულ ვითარებას, რომელშიც მას თავისი ვეტოს გამოყენება დასჭირდებოდა საიმისოდ, რომ დაეცვა ირანთან შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოს კიდევ ხუთი წამყვანი ქვეყანა აწერს ხელს და რომელსაც თეთრი სახლი მიიჩნევს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევად და მემკვიდრეობად.

XS
SM
MD
LG