Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედოფალი ელისაბედი დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე


2015 წლის 9 სექტემბერი მნიშვნელოვანი თარიღია ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ისთვის - დღეიდან ის ბრიტანეთის მონარქებს შორის ყველაზე დიდხანს არის ტახტზე. ელისაბედის მეფობის პერიოდი დღეიდან უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მისი წინაპრის, ვიქტორიასი, რომელიც 63 წლის და 7 თვის განმავლობაში მეფობდა. პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ამ „ისტორიულ მომენტს“ მილიონობით ბრიტანელი იზეიმებს. თავად დედოფალი, 89 წლის ელისაბედი, ამ თარიღს იზეიმებს შოტლანდიაში, სადაც ის მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად იმყოფება - რომელიც მის გვერდითაა მეფობის მთელ პერიოდში. ელისაბედი ტახტზე ავიდა 1952 წელს, მისი მამის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. მისი კორონაციის ოფიციალური ცერემონია ერთი წლის შემდეგ გაიმართა.

XS
SM
MD
LG