Accessibility links

მარკ ზაკერბერგი: კომპანიაში მიმდინარეობს მუშაობა ღილაკზე „არ მომწონს“


მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელის, ფეისბუკის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის თქმით, კომპანიაში მიმდინარეობს მუშაობა ღილაკზე „არ მომწონს“. „ხალხი ამ ღილაკის დამატებას რამდენიმე წლის მანძილზე ითხოვდნენ. ჩვენ ბოლოს და ბოლოს გავიზიარეთ მათი სურვილი“, - ზაკერბერგის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგი ავრცელებს. ამას გარდა, ზაკერბერგმა აღნიშნა, რომ არ სურს ფეისბუკი გადააქციოს ფორუმად, სადაც ხალხი ხმის მიცემის შედეგად პოსტების პოპულარობას განსაზღვრავს. მისი თქმით, ახალი ღილაკი ადამიანების თანაგრძნობის გამომხატველი იქნება: „ჩვენს ცხოვრებაში ყველა მომენტი არ არის კარგი. თუკი თქვენ ხალხს რაიმე სევდიან ამბავს უზიარებთ, მაგალითად ლტოლვილების კრიზისის შესახებ წერთ, ან გარდაიცვალა ოჯახის წევრი, ხალხი ასეთ პოსტებს ვერ მოიწონებს. მე ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ“, - ასე ხსნის მარკ ზაკერბერგი ახალი ღილაკის - „არ მომწონს“ - მნიშვნელობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG