Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გარშემო


რუსეთის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და ეშ კარტერმა, ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, სატელეფონო საუბარი გამართეს სირიის კონფლიქტის გარშემო. ამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძლიერების გაზრდამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციის პერსპექტივა გაზარდა. შოიგუმ და კარტერმა 50 წუთი ილაპარაკეს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოსკოვის მიერ უკრაინელი სეპარატისტებისთვის მხარდაჭერამ გამოიწვია ის, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს შოიგუსთან პირდაპირი საუბარი არ ჰქონია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ლონდონში 18 სექტემბერს განაცხადა, რომ სამხედრო უწყებების პირველი პირების საუბარი მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯია. კერის თქმით, ვაშინგტონის მიზანი კვლავაც არის ისლამური სახელმწიფოს განადგურება და სირიის სამოქალაქო ომის პოლიტიკური გზით მოგვარება.

XS
SM
MD
LG