სტრასბურგში გაემგზავრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან დინ შპილმანსა და სხვა მოსამართლეებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი იქნება სასამართლო სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ მოვლენებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სტრასბურგში შეხვდება ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებსაც. ვიზიტი 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ყველაზე პოპულარული
1