Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: ირანის არმია მზად არის ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლისთვის


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმია ყველაზე სანდოა რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად. როჰანის თქმით, ირანის ძალებს სურთ დაეხმარონ ერაყს და სირიას ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში, მაგრამ ირანს არ აქვს სამხედრო ხასიათის ზრახვები სხვა რომელიმე ქვეყნის მიმართ. როჰანიმ ეს განაცხადა ყოველწლიურ აღლუმზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. ირანმა უკვე გააგზავნა ერაყსა და სირიაშისამხედრო მრჩევლები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG