Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იმოქმედებს


ავღანეთის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ აშრაფ ღანი აპირებს „სერიოზულ ზომებს“ მიმართოს თავის ქვეყანაში ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. ღანიმ ქვეყნის უსაფრთხოების ყველა უწყებას მიმართა ტელეკონფერენციის გზით 23 სექტემბერს, რომ ავღანეთის ხალხის კანონი, კულტურა, რელიგიური ფასეულობები, ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას აფასებს როგორც ყველაზე სასტიკ დანაშაულს და მიიჩნევს მას ადამიანის უფლებების დარღვევად. ღანიმ მითითება მისცა ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების ყველა ჩინს, წინ აღუდგნენ ამგვარ ქმედებებს ინსტრუქციული, რეფორმატორული და დამსჯელი ზომებით. ღანის ნაბიჯი მოჰყვა ცნობას, რომ ავღანელი სამხედროები, რომლებიც ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ, სექსუალურ ძალადობას მიმართავდნენ ბიჭუნას მიმართ, და რომ ამერიკელ სამხედროებს მითითება ჰქონდათ, ძალადობის ფაქტისთვის ყურადღება არ მიექციათ.ავღანეთში ნატოს და აშშ-ის ჯარების სარდალმა, გენერალმა ჯონ კემპბელმა, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ღანიმ დაარწმუნა ის, რომ ბავშვების მიმართ ძალადობას მისი მთავრობა არ შეეგუება.

XS
SM
MD
LG