Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარები დამატებით ძალებს მოელიან ყუნდუზზე კონტრიერიშისათვის


ავღანეთში ფერხდება კონტრიერიში ქალაქ ყუნდუზზე კონტროლის აღსადგენად, რადგან ჯარისკაცები დამატებით ძალებს მოელიან. თალიბანმა ორშაბათს დაიპყრო ყუნდუზი. როგორც იუწყებიან, 5000-მდე ავღანელმა ჯარისკაცმა, გადაღლილმა მეამბოხეებთან სამი დღე ბრძოლით, თავი მოიყარა ქალაქის განაპირას, აეროპორტთან. დამატებითი ძალები კი აგვიანებენ ჩასვლას მეზობელ ბაღლანის პროვინციიდან, რადგან მეამბოხეები თავს ესხმიან ყუნდუზისაკენ მიმავალ ავტოკოლონებს. აშშ-ის არმიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ბრაიან ტრაიბუსი აცხადებს, რომ წუხელ ორი მორიგი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა თალიბანის წინააღმდეგ და ადგილზე იმყოფებიან ნატოს წარმომადგენელი ინსტრუქტორები, ავღანეთის უშიშროების ძალების დასახმარებლად. ყუნდუზი არის პირველი დიდი ქალაქი, რომელიც თალიბანმა დაიპყრო ავღანეთში 2001 წელს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG