Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააპატიმრეს უშიშროების სამსახურის შვიდი თანამშრომელი


აზერბაიჯანში ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს უშიშროების სამსახურის შვიდი თანამშრომელი. ეს ცნობა დღეს გაავრცელა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ. მისი განცხადების თანახმად, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ბიზნესკომპანიების საქმიანობაში „უკანონო ჩარევაში“. 17 ოქტომბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოულოდნელად გაათავისუფლა თანამდებობიდან სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ელდარ მაჰმუდოვი.

XS
SM
MD
LG