Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბერს მიიღო განჩინება, რომლითაც უფლებამოსილება შეუჩერდათ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას. დროებით მმართველებად დაინიშნენ ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი, რევაზ საყევარიშვილი და წარსულში "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი, დავით დვალი. გავრცელებული ინფორმაციით, 6 ნოემბერს საგანგებო განცხადებით გამოვა ორი დროებითი მმართველი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან ერთად, რომელსაც 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ მიაკუთვნა რუსთავი 2"-ის წილის 100-ვე პროცენტი. თუმცა ეს ვერდიქტი დაუყოვნებლივ ვერ განხორციელდა, რადგან 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა.

XS
SM
MD
LG