Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WADA -მ რუსი მძლეოსნების სამუდამო დისკვალიფიკაცია მოითხოვა


მსოფლიოს ანტისადოპინგო დამოუკიდებელმა კომისიამ (WADA) მიიღო რეკომენდაცია, რომელიც რუსი მორბენალი ქალების მარია სავინოვასა და ეკატერინა პოისტოგოვას სამუდამო დისკვალიფიკაციას თვალისწინებს. დოპინგის ქვეშ მყოფმა სავინოვამ ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოოიპოვა 800 მეტრზე სირბილში, პოისტოვა კი ბრინჯაოს დაეუფლა. კომისიის თავმჯდომარემ დიკ პაუნდმა 9 ნოემბერს ჟენევაში განაცხადა, რომ ისინი მივიდნენ ერთადერთი დასკვნამდე, რომ რუსეთი სახელმწიფო დონეზე უწყობს ხელს დოპინგის პროგრამას. „შეუძლებელია რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს არ სცოდნოდა, რომ რუსი ათლეტები იყენებდნენ დოპინგს, რაშიც ფედერალური უსაფრთხოებისა სამსახურებიც არიან გარეული“, - აღნიშნა დიკ პაუნდმა. მსოფლიოს ანტისადოპინგო დამოუკიდებელი კომისია ურჩევს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა ყველა რუსი მძლეოსანი ჩამოაშოროს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ შეჯიბრებებს, რომელშიც მომავალი წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაც შედის.

XS
SM
MD
LG