Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა გამკაცრდა


პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა გამკაცრდა სხვადასხვა, ძირითადად აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან - ამის შესახებ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რათა არ დაუშვან ტრანზიტის მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენება. დღესვე ვახტანგ გომელაურმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნის შესახებ.

XS
SM
MD
LG