საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა ევროკომისარს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს, რომელიც საქართველოს სტუმრობს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის სრულად და ეფექტიანად აითვისოს უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ქვეყანას აძლევს ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პირადად აკონტროლებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თანმიმდევრულად და დროულად შესრულებას. ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროკავშირის წარმატებაც იქნებაო, განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1