ბადრი ნაჭყებია ტერორიზმის საფრთხეებზე
2 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბადრი ნაჭყებია, „ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორი. მან ილაპარაკა ტერორისტულ საფრთხეებზე როგორც გლობალურად, ისე საქართველოს კონტექსტში. ბადრი ნაჭყებიამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის მუსლიმი მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხზე, მუსლიმი სასულიერო ლიდერების როლზე, როგორც საფრთხეების გრძელვადიანად პრევენციის ბერკეტზე.