Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში „მძიმედ დაიჭრა“ ავღანელი თალიბების ლიდერი


ავღანეთიდან იუწყებიან, რომ ავღანელი თალიბების ლიდერი მოლა ახტარ მანსური „მძიმედ დაიჭრა“ ურთიერთსროლისას, რომელიც მოჰყვა პაკისტანში ესქტრემისტების მეთაურებთან შეხვედრისას მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას. ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის, აბდულ რაშიდ დოსტუმის პრესმდივანმა, სულთან ფაიზიმ 2 დეკემბერს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ მოლა მანსური მძიმედ დაიჭრა და ის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით თალიბანის წარმომადგენელმა უარყო ცნობა ამ ინციდენტის შესახებ. ხოლო სულთან ფაიზის ინფორმაციით, ავღანელი თალიბების ლიდერი პაკისტანში მდებარე ქუეტაში ესწრებოდა თალიბების მეთაურების შეხვედრას, როცა შელაპარაკება მოუვიდა მოლა აბდულა სარდართან - გვანტანამოს ყოფილ პატიმართან, რომელიც, სავარაუდოდ, პაკისტანში თალიბების მეთაურებს მიეკუთვნება. ავღანელი ოფიციალური პირის ცნობით, ურთიერთსროლისას დაიღუპა თალიბანის ხუთი მეთაური, მათ შორის აბდულა სარდარი.

XS
SM
MD
LG