Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმეტ დავუთოღლუ: ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო


თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ევროკავშირისა და ანკარის ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო. ამის შესახებ პრემიერმა სტამბულში დასავლური მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. "ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი ერა იწყება. ამასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ეს ძალიან კარგი დასაწყისია. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია თურქეთის მოქალაქეებისთვის, და რეადმისიის შესახებ შეთანხმება ექვს, მაქსიმუმ ცხრა თვეში დასრულდება", - განაცხადა დავუთოღლუმ. 8 დეკემბერს, თურქეთის პრემიერმინისტრმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ თურქეთი ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას აპირებს.

XS
SM
MD
LG