Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა კობახიძემ სასამართლოში უჩივლა გაზეთ „ქრონიკა პლუსს“ და ელისო კილაძეს


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა გაზეთ „ქრონიკა პლუსს“ და მის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს. სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა მანანა კობახიძის ადვოკატმა დავით ლანჩავამ. "მანანა კობახიძემ პრესისთვის ბევრი განცხადება გააკეთა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ვინაიდან საქმე სამართლებრივ ჭრილში გადაგვაქვს, ამიერიდან ნებისმიერ შეკითხვას მე ვუპასუხებ" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ადვოკატმადავით ლანჩავამ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის სარჩელი უკავშირდება გაზეთ „ქრონიკა პლუს“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატებმა მანანა კობახიძემ და ეკა ბესელიამ კორუფციული გარიგების გზით, პოლიტპატიმართა სიაში შეიტანეს ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული პირები, რასაც კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწიეს შსს-ს ხელმძღვანელებმა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს დეპუტატებმა ზეწოლა პატიმართა შეწყალების კომისიაზე.

XS
SM
MD
LG