Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა და ავღანელმა სამართალდამცველებმა 600 ტონაზე მეტი ოპიუმი ამოიღეს


რუსმა და ავღანელმა სამართალდამცველებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ამოიღეს 600 ტონაზე მეტი ოპიუმი. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერება დეკემბრის შუა რიცხვებში იქნა კონფისცირებული ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ დოშში. ამავე წყაროს ცნობით, ოპიუმი იპოვეს სატვირთო მანქანაში, რომელიც ავღანეთიდან თურქეთში მიეშურებოდა. ოპიუმი იქ უნდა გადაემუშავებინათ ჰეროინად, რომელსაც ევროპისა და სხვა ბაზრებზე გაიტანდნენ.

XS
SM
MD
LG