Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი უარყოფს რუსეთთან მოლაპარაკებას "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის შესახებ


თალიბანმა უარყო გავრცელებული ცნობა, რომ მოლაპარაკება ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებთან ავღანეთში ბრძოლის გარშემო. ბრიტანეთის გაზეთი იტყობინებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეხვდა დაჯგუფების ლიდერს, წელს. თალიბანი გამოეხმაურა ავღანეთში პუტინის საგანგებო წარგზავნილის, ზამირ ქაბულოვის კომენტარს, რომელიც ინტერფაქსს მოჰყავდა, რომ მოსკოვმა შექმნა თალიბანთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით საკომუნიკაციო არხი. ქაბულოვმა თქვა აგრეთვე, რომ რუსეთის და თალიბანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა „ისლამურ სახელმწიფოსთან“, იგივე „დაეშთან“ ბრძოლის სფეროში. ბრიტანეთის „სანდეი ტაიმსის“ ცნობის შესახებ თალიბანი იტყობინება, რომ არ საჭიროებს არავითარ დახმარებას არავისგან ეგრეთ წოდებული „დაეშის“ თაობაზე. გაზეთის ცნობით, პუტინი შეხვდა თალიბანის ლიდერს, მოლა ახთარ მანსურს სექტემბერში, ტაჯიკეთის სამხედრო ბაზაზე.

XS
SM
MD
LG