Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგეოსის ზღვის პირას 21 მიგრანტის გვამი ნახეს


საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიმავალი ორი სხვადასხვა ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპული, სულ მცირე, 21 ლტოლვილის გვამები ნახეს ეგეოსის ზღვის ნაპირზე. თურქეთის ოფიციალური ცნობით, გვამებს ხუთ იანვარს მიაგნეს ქალაქ აივალიქსა და დიქილიში. ცნობით, დახოცილებს შორის ბავშვები და ქალები არიან. თურქი მაშველები ცდილობდნენ შესაძლებელი გადარჩენილების მოძებნას. რვა პირის წყლიდან ამოყვანა მოხერხდა. არაა ცნობილი დახოცილების წარმომავლობა. თურქეთიდან ევროპისკენ გზად საბერძნეთი 850 ათასმა მიგრანტმა გადალახა.

XS
SM
MD
LG