Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაკარტაში პოლიცია ისევ აკონტროლებს ვითარებას თავდასხმების შემდეგ


ინდონეზიის პოლიცია აცხადებს, რომ უკვე აკონტროლებს ვითარებას დედაქალაქ ჯაკარტაში, რომლის ცენტრიც რამდენიმე აფეთქებამ შეარყია, აფეთქებებს კი თავდამსხმელებსა და უშიშროების ძალებს შორის სროლა მოჰყვა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ხუთი თავდამსხმელი. 14 იანვარს მოწყობილი ეს თავდასხმები მიმართული იყო ჯაკარტის ცენტრში რამდენიმე ობიექტის, მათ შორის კაფეების ქსელ „სტარბაკსის“ ფილიალის წინააღმდეგ. ინდონეზიის პრეზიდენტმა იოკო უიდოდომ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ისინი მოაწყო ინდონეზიაში დაფუძნებულმა ჯგუფმა, რომელსაც კავშირი აქვს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

XS
SM
MD
LG