Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართება


ავღანეთის საარჩევნო უწყების თავმჯდომარის ცნობით, ამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დიდი ხანია გადადებული იყო, გაიმართება 15 ოქტომბერს. აჰმათ იუსუფ ნურისტანის თანახმად, არჩევნები დადგენილ ვადაში ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გამოყოფს სათანადო სახსრებს, უზრუნველყოფს კანდიდატების, კომისიის თანამშრომლების და უბნების უსაფრთხოებას. ახლანდელ პარლამენტს ვადა გაუვიდა შარშან ივნისში, მაგრამ არჩევნები გადაიდო უსაფრთხოების მოსაზრებებით. პარლამენტს მანდატი პრეზიდენტმა გაუხანგძლივა შარშანდელი დეკრეტით.

XS
SM
MD
LG