Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი "პესიმისტურად" არის განწყობილი ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებების გამო


ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მთავრობას მოუწოდებს, ყურადღებით ადევნოს თვალი ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებით უცხო ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 19 იანვარს, პირველ საჯარო განცხადებაში მას შემდეგ, რაც გასული კვირის მიწურულს მოქმედება შეწყვიტა ირანისათვის ბირთვული პროგრამის გამო დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა, აიათოლა ხამენეი გამოთქვამს „პესიმიზმს“ ბოლო დღეებში ზოგი ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადების გამო. ის არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. აიათოლა ხამენეი თავის პოზიციას წერილობით ატყობინებს პრეზიდენტ ჰასან როჰანის. წერილის შინაარსი ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გააცნო მაყურებელს. 17 იანვარს - ანუ, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მოქმედება შეწყვიტა თეირანის წინააღმდეგ მიმართულმა სანქციებმა - შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა, კერძოდ, დაუწესა ირანის კომპანიებსა და ინდივიდებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან. სანქციები მოჰყვა ირანის მიერ ოქტომბერში ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.

XS
SM
MD
LG