Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ ფრაქციას ქმნის


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უმცირესობის ფარგლებში ახალ ფრაქციას ქმნის, სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც უმცირესობის ფარგლებში რიგით მეოთხე იქნება. ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ფრაქციაში ერთიანდებიან დეპუტატები: აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე. ფრაქციას გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების მიზეზად მიხეილ მაჭავარიანი იმ რესურსების გამოყენებას ასახელებს, რომელიც პარლამენტში ფრაქციებს გააჩნიათ.

XS
SM
MD
LG