Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი: ასი მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივები სრულად ხელმისაწვდომია


ირანმა განაცხადა, რომ უცხოური აქტივები, რომლებიც მის მიმართ დაწესებული სანქციების ძალით გაყინული იყო, სრულიად ხელმისაწვდომია. მთავრობის წარმომადგენლის, მოჰამედ ბაღერ ნობახთის თქმით, ფულის უმეტესობა იმყოფებოდა ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთი კორეის და თურქეთის ბანკებში. ნობახთის თქმით, თანხები, სულ ასი მილიარდი დოლარი, ახლა ხელმისაწვდომია და მისი გამოყენება შეგვიძლიაო. თანხები, მისივე ცნობით, ბანკებში დარჩება და გამოყენებული იქნება უცხოეთში. ირანის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნასერ ჰაქიმიმ განაცხადა, რომ ირანის ცხრა ბანკი შეუერთდა „SWIPT-ს“, ბელგიურ ორგანიზაციას, რომელიც ფულის გადარიცხვის საშუალებას იძლევა მთელ მსოფლიოში. ირანს სანქციებს უუქმებენ ისტორიული ბირთვული შეთანხმების მიღწევის და მისი განხორცილების დაწყვების შემდეგ, რომლის პირობა თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა იყო.

XS
SM
MD
LG