Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეას აკრიტიკებენ კოსმოსური თანამგზავრის გაშვების გეგმის გამო


ჩრდილოეთ კორეას მკაცრად აკრიტიკებენ განცხადებისთვის, რომ აპირებს კოსმოსური თანამგზავრის გაშვებას. ფხენიანმა 2 თებერვალს შეატყობინა გაეროს სააგენტოებს, რომ თანამგზავრს ორბიტაზე გაუშვებს 8-დან 25 თებერვლამდე პერიოდში. უცხოეთში შიშობენ, რომ ამ ნაბიჯით ჩრდილოეთ კორეის მმართველი კომუნისტური რეჟიმი გააუმჯობესებს გრძელ რადიუსში მოქმედი, ბირთვული ქობინის გადატანის უნარის მქონე რაკეტის შექმნის შესაძლებლობას. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის გეგმა ცხადჰყოფს „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების აღმაშფოთებელ უგულებელყოფას“. ფხენიანის გეგმა ასევე დაგმეს სამხრეთმა კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა.

XS
SM
MD
LG