Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირს, მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად


თურქეთი ევროკავშირის ლიდერებს უყენებს რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის დაფინანსების გაორმაგებას იმისათვის, რომ გაააქტიუროს თანამშრომლობა ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან მიმავალი მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად. ამის შესახებ აცხადებენ დიპლომატები ბრიუსელში ევროკავშირ-თურქეთის ინტენსიური მოლაპარაკების ფონზე. ევროკავშირის წარმომადგენლები ცდილობენ ანკარასთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა ეკონომიკური მიგრანტების მასიურად და სწრაფად დაბრუნებას თურქეთში. ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერებისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს მოლაპარაკების ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, მაგრამ ნათელია, რომ მოლაპარაკებას დაგეგმილზე მეტი დრო სჭირდება. საინფორმაციო სააგენტოები დიპლომატებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თურქეთი ახლა მეტ ფულს მოითხოვს ევროკავშირთან მიგრანტების საკითხში თანამშრომლობისათვის და, ამასთან, პირობას დებს, რომ იმაზე მეტ ზომას მიმართავს მიგრანტების შესაჩერებლად, ვიდრე აქამდე აპირებდა.

XS
SM
MD
LG