სტამბოლში თავდასხმა მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ, ოფიციალური ცნობებით დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი, დაიჭრა 20. თავდასხმა მოხდა ქალაქის ცენტრში. როგორც იუწყებიან, დაჭრილთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულია თავდამსხმელიც. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს შემთხვევის ადგილის თავზე ვერტმფრენები, ადგილიდან მოხდა ხალხის ევაკუაცია. 13 მარტს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც 37 ადამიანი შეეწირა. სამი კვირით ადრე ანალოგიურ თავდასხმას ამ ქალაქში ემსხვერპლა 29 ადამიანი. ანკარის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა სახელად „ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები“, რომელიც თავის დროზე გამოეყო აკრძალულ ორგანიზაციას, ქურთისტანის მუშათა პარტიას. სტამბოლში იანვარშიც იყო თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმა, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე პოპულარული
1