Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირდა თურქეთიდან საბერძნეთში ჩასული მიგრანტების რიცხვი


ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შემცირდა თურქეთიდან საბერძნეთში ჩასული მიგრანტების რიცხვი. ეს მოხდა ორიოდე დღეში მას შემდეგ, რაც საბერძნეთი შეუდგა მიგრანტების უკან, თურქეთში დეპორტაციას, ევროკავშირის გეგმის შესაბამისად. საბერძნეთის ოფიციალური წარმომადგენლების 6 აპრილის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში ჩავიდა სულ 68 მიგრანტი მაშინ, როცა ერთი დღით ადრე ჩასულების რიცხვი 225-ს აღწევდა. საბერძნეთმა 4 აპრილს გააგზავნა თურქეთში მიგრანტების პირველი ჯგუფი - 200-მდე ადამიანი. ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებით, ანკარა მიიღებს ყველა მიგრანტს, მათ შორის სირიელ ლტოლვილებს, ვინც საბერძნეთში არალეგალურად ჩავიდა. სამაგიეროდ, ევროკავშირში თურქეთიდან გააგზავნიან ათასობით სირიელ ლტოლვილს. ამ შეთანხმებით, თურქეთი მიიღებს ფინანსურ დახმარებას, უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებისას. ევროკავშირ-თურქეთის ეს შეთანხმება უფლებადამცველების მკაცრ კრიტიკას იწვევს.

XS
SM
MD
LG