Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს შვიდი პოლიციელი, რომელიც იცავდა ბავშვების აცრის პროგრამაში მონაწილეებს


პაკისტანში მოკლეს შვიდი პოლიციელი, რომელიც იცავდა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრის პროგრამაში მონაწილე ჯგუფს. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა 20 აპრილს ორი თავდასხმა მოაწყეს სამხრეთში მდებარე ქალაქ კარაჩიში. ისინი მოტოციკლეტებით იყვნენ და ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის ავტომანქანას. ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე პირები არ დაშავებულან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ პაკისტანში ექსტრემისტები ბევრჯერ დასხმიან თავს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრებში მონაწილე პირებს და მათ მცველებს. ექსტრემისტები ამბობენ, რომ ვაქცინაციის კამპანიას დასავლელი აგენტები იყენებენ საბაბად პაკისტანელი ბავშვების სტერილიზაციისათვის. პაკისტანი და ავღანეთი მსოფლიოში ორად ორი ქვეყანაა, სადაც პოლიომიელიტი ენდემურ დაავადებად რჩება.

XS
SM
MD
LG