Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში გმობენ ზომებს ყირიმში ჩვენი რადიოს საქმიანობის შესაზღუდად


მსოფლიოში უარყოფითად აფასებენ ზომებს, რომლებსაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მიმართავენ ჩვენი რადიოს ვებსაიტის, "კრიმ.რეალიის" მუშაობის შესაზღუდად. შეერთებულმა შტატებმა დაგმო „რუსეთის მთავრობის მიერ დამოუკიდებელი ხმების შეზღუდვა“ ნახევარკუნძულზე. 19 აპრილს ყირიმის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის პროკურატურას სთხოვოს ვებსაიტის „კრიმ.რეალიი“ დაბლოკვა. პოკლონსკაია "კრიმ.რეალიის" ბრალად სდებს, რომ ქვეყნდება მასალები, რომლებიც "ამართლებს საბოტაჟს, ექსტრემიზმს და ეწევა გაუთავებელ ცილისწამებას ყირიმში მთავრობის ორგანოების წინააღმდეგ". მანამდე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივი ჟურნალისტის, ნიკოლაი სემენას წინააღმდეგ. სემენა "კრიმ.რეალიისთან" თანამშრომლობს.

XS
SM
MD
LG