Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აქებს „ეფექტიან“ შეთანხმებას მიგრანტთა შესახებ


თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბერძნეთში უკანონოდ გადასული მიგრანტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. პრემიერ-მინისტრმა შეაქო მიგრანტთა საკითხზე თურქეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც ბევრი მწვავედ აკრიტიკებს. აჰმეტ დავუთოღლუ ამ განცხადებით გამოვიდა 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომლებიც მანამდე სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ადგილებში ჩავიდნენ, ამ შეთანხმების ხელშეწყობის მიზნით. ევროკავშირის მესვეურებმა მოინახულეს ლტოლვილთა ბანაკი და გახსნეს ბავშვთა დახმარების ცენტრი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ვიზიტი გააკრიტიკეს - მათი თქმით, ლიდერები ეწვივნენ საგანგებოდ მომზადებულ ბანაკს. უფლებადამცველები ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ იმ ათი ათასობით სირიელი ლტოლვილის ბედზე იფიქროს, რომლებსაც ახლა თურქეთში შესვლის საშუალება აღარ აქვთ.

XS
SM
MD
LG