Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში მეწყერმა ხუთი ადამიანი შეიწირა


უზბეკეთში მეწყერმა შეიწირა ხუთი ადამიანი. როგორც იუწყებიან, მასიური მეწყერი ჩამოწვა აღმოსავლეთში მდებარე ნამანგანის მთიან რეგიონში. უზბეკეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე მსხვერპლი მანქანებით მგზავრობდა, როცა გზაზე მეწყერმა მოუსწრო. ამავე წყაროს ცნობით, გადარჩა ექვსი ადამიანი. ინციდენტი მოხდა კამჩიკის უღელტეხილზე, რომელზეც გადის ტაშკენტის და სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშის დამაკავშირებელი გზა.

XS
SM
MD
LG