Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დელეგაციას აგზავნის კიევში ახალი მთავრობის რეფორმების შესასწავლად


საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ 10 მაისს კიევში ჩავა მისი დელეგაცია, რათა შეამოწმოს, საკმარისია თუ არა უკრაინის ახალი მთავრობის რეფორმების პროგრამა საიმისოდ, რომ უკრაინას მიაწოდონ მორიგი ტრანში 17,5 მილიარდი დოლარის კრედიტიდან. სანამ უკრაინის პრემიერ-მინისტრი გასულ თვეში ვლადიმირ გროისმანი გახდებოდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, კრისტი ლაგარდი აცხადებდა, რომ დახმარების პროგრამა შესაძლოა შეჩერდეს, სანამ კიევი არ მიმართავს ზომებს "რეფორმების დამაიმედებელ გზაზე" უკრაინის დასაყენებლად. სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს კიევისთვის დახმარების ეტაპებად მიწოდებას და დაკავშირებულია ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებთან. უკრაინისთვის დახმარების მესამე ტრანშის გამოყოფა ოქტომბრიდან არის შეჩერებული ვარაუდის გამო, რომ ფული შესაძლოა კორუმფირებულმა მაღალჩინოსნებმა მიითვისონ.

XS
SM
MD
LG