Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ზღულაძე ტოვებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, ეკა ზღულაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა. ავაკოვი „ტვიტერით“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ზღულაძე საკუთარი ნებით მიდის და თანახმაა, უხელმძღვანელოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მრჩეველთა საგანგებო ჯგუფს. ინტერნეტპორტალი „უკრაინსკაია პრავდა“ განმარტავს, რომ 1 მაისიდან უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სახელმწიფო მოხელეებს ეკრძალებათ უკრაინულის გარდა რომელიმე სხვა მოქალაქეობის ფლობა. ამ კანონის გამო უკვე გადადგნენ ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილეები ალექსანდრ ბოროვიკი და მარია გაიდარი. მაგრამ ორივე დარჩა მრჩევლის თანამდებობებზე. ეკა ზღულაძე 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

XS
SM
MD
LG