Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ამოწმებენ რუსეთიდან ჩასულ ქომაგებს


საფრანგეთში ამოწმებენ ფეხბურთის რუსეთიდან ჩასული გულშემატკივრების ვინაობას იმის დასადგენად, მონაწილეობდნენ თუ არა ეს პირები გასული კვირის მიწურულს ინგლისელ გულშემატკივრებთან შეტაკებებში. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე 11 ივნისს რუს და ინგლისელ გულშემატკვირებს შორის დაპირისპირების შედეგად 35-მდე ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების ცნობით, მარსელთან პოლიცია ამოწმებს რუსეთის საფეხბურთო ნაკრების 30-მდე მხარდამჭერის პასპორტებს, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა ძალადობრივ ქმედებებში მათი მონაწილეობის საფრთხე. ამავე წყაროს ცნობით, უკვე გადაწყდა რუსი გულშემატკივრების ნაწილის გაგზავნა საზღვართან მდებარე დასაკავებელ ცენტრებში. რუსეთის საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ივნისს ქალაქ ლილში გამართავს - შეხვდება სლოვაკეთის გუნდს. უეფამ რუსეთის და ინგლისის ფედერაციები გააფრთხილა, რომ მათ გუნდებს ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნის, თუ გაგრძელდება გულშემატკივრების ძალადობა.

XS
SM
MD
LG