Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა ჩხუბის გამო 43 რუსი გულშემატკივარი დააკავა


საფრანგეთის ხელისუფლებამ პოლიციის საპატიმროში მოათავსა 43 რუსეთის ფეხბურთის გულშემატკივარი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ევრო 2016 წლის შეჯიბრების დრო მომხდარ ჩხუბში მონაწილეობისათვის. გულშემატკივრები იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტობუსით ლილში მიემგზავრებოდნენ, რუსეთის ნაკრების მორიგ მატჩზე დასასწრებად. პროკურორებს აქვთ საკმაო ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მარსელში გასულ კვირას მომხდარ ძალადობაში მონაწილეობდა, - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა ადოლფე კოლრატმა. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე 11 ივნისს რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შედეგად 35-მდე ადამიანი დაშავდა. რუსეთის გულშემატკივართა კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდ შპრიგინმა აღნიშნა, რომ საფრანგეთიდან დეპორტირებულია 29 რუსეთის გულშემატკივარი, რომლებსაც არანაირი კანონი არ დაურღვევიათ.

XS
SM
MD
LG