ათეულათასობით ადამიანი იყო ჩართული საპროტესტო გამოსვლაში, რომელიც აშშ-ის სამხედრო ბაზასთან, იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გაიმართა. მათი პროტესტის სამიზნე აშშ-ის შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა იყო.საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შავი სამოსი ეცვათ, რითაც პროტესტი გამოხატეს ადგილობრივი 20 წლის გოგონას მკვლელობის მიმართ. მკვლელობაში ეჭვმიტანილია აშშ-ის საზღვაო მედესანტე. საპროტესტო გამოსვლა დაიწყო მოკლული ქალის, რინა შიმაბუკუროსადმი მიძღვნილი მემორიალური ცერემონიის შემდეგ. დემონტრანტები მოითხოვდნენ, გადაისინჯოს აშშ-სა და იაპონიას შორის უსაფრთხოების სფეროში დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აშშ-ის ჯარის უდიდესი ნაწილი ოკინავაზე უნდა იყოს განთავსებული. ბევრს ხელში ეჭირა პლაკატი ჯარის მიერ ოკინავას დატოვების მოხორნით. კუნძულზე აშშ-ის 26 ათასი სამხედროა განთავსებული. კუნძული აშშ-მა დაიკავა და ოკუპირებული ჰქონდა მეორე მსოლიო ომის შემდეგ 27 წლის განმავლობაში.
ყველაზე პოპულარული
1