Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანი პოლიციელთა ავტობუსებს დაესხა თავს და ათობით ადამიანი იმსხვერპლა


ავღანეთში თალიბანის ორი თვითმკვლელი მოიერიშე დაესხა თავს ავტობუსებს, რომლებსაც პოლიციელთა კადეტები გადაჰყავდა, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა და ბევრი დაიჭრა. თავდასხმა ქაბულიდან დასავლეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა. მსხვერპლის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება, დაღუპულია სულ მცირე 30 და დაჭრილია 40-მდე პირი. პოლიციელები ქაბულში ბრუნდებოდნენ ვარდაკის პროვინციაში მდებარე საწვრთნელი ცენტრიდან. პოლიციის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა, მედიისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.

XS
SM
MD
LG