Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: 50 დაზარალებულის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ნიცაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს მონახულების შემდეგ განაცხადა, სადაც ამ დრომდე ასობით დაზარალებული იმყოფება.
საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, სამართალდამცველებმა, ნიცაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლებელი ზომა მიიღეს. ნიცის მერიის ცნობით, ტერაქტის დროს ქალაქის სანაპიროზე 30 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

XS
SM
MD
LG