Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს


საქართველოს ხელისუფლების, შეიარაღებული ძალების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ, რათა პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად იმიტომ, რომ მათი გმირობა დღესაც წელში გვმართავს და გვაძლევს მომავლის იმედს” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთი ვერასდროს გაექცევა უსამართლობას, რომელიც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ და შავი ლაქა, ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, იქნება პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. „ჩვენ არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, როგორ გადადგა სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს და ამის შემდეგ შექმნას და ვითომ აღიაროს რაღაც, კვაზისახელმწიფოები“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG