Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა უკრაინა გააკრიტიკა ყირიმში გამართულ შეხვედრაზე


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოაწყო ყირიმში, უკრაინის კუთვნილ ნახევარკუნძულზე, რომელიც მოსკოვმა მიიტაცა 2014 წელს. პუტინმა სევასტოპოლში გამართულ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა, გააკრიტიკა კიევი და განაცხადა, რომუკრაინა ცდილობს საბოტაჟური თავდასხმები მოაწყოს ყირიმში, რადგან ან არ სურს, ან არ შეუძლია მინსკის შეთანხმების პირობების შესრულება. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ კიევის მხარის მიერ, მისი თქმით, ჩადენილი „პროვოკაციული ქმედებები“, არ იქნება საბოლოოო არჩევანი და „ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს“. რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, მოსკოვი მზად არის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის განვითარებისთვის შექმნას შესაძლებლობა. რუსეთს და უკრაინას შორის ურთიერთობა გამწვავდა, როცა 10 აგვისტოს რუსეთის საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთა, ვითომ უკრაინის დაზვერვის მიერ ორგანიზებული აქტები ყირიმში. კიევმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი.

XS
SM
MD
LG