Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და რუსეთი „საფრთხეების შემცირებას“ ცდილობენ


ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის თანახმად, ნატოსა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მოლაპარაკება გამართეს „საფრთხეების შემცირებისა და გამჭვირვალეობის გაზრდის“ მისაღწევად საჭირო გზების მოსაძებნად. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკითხებზე 15 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ და რუსეთის ელჩი ნატოში, ალექსანდრ გრუშკო შეხვდნენ ერთმანეთს. „ჩვენს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვეტილია რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად. ამავე დროს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ღია დაგვეტოვებინა პოლიტიკური დიალოგის არხები“, - აღნიშულია ნატოს ოფიციალურ განცხადებაში. ალიანსი იუწყება ასევე, რომ მომდევნო კვირაში იგეგმება ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება.

XS
SM
MD
LG